воскресенье, 15 мая 2016 г.

დღე მეცხრე
გავაკეთეთ ჩვენი ნამუშევრის პრეზენტაცია.
პრაქტიკაში ძალიან მჭირდება სასწავლო პროექტის სწორად წარმართვისათვის. ამიტომ გადავწყვიტე ამ ტრენინგში მიმეღო მანაწილეობა სწავლების მიზნით.
ბედნიერი ვარ ბოლომდე მოვახერხე ინტელის ძირითადი კურსისს გავლა.
ვცდილობდი ჩემი ჩართულობა შეძლებისდაგვარად აქტიური ყოფილიყო. რამდენად მივაღწიე შედეგს ნამუშევრის შემოწმების შემდეგ გამოჩნდება.
დიდი წვლილი ჩემი მუშაობის დადებითად წარ მართვისთვის გვანცა სალიას დამსახურებაა.
მადლობა გვანცა, წარმატებულ მუშაობს გისურვებ.

четверг, 12 мая 2016 г.

მერვე დღე
დღევანდელ მეცადინეობაზე გავარკვიეთ როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ეფექტურად სწავლებისათვის სწავლების პროცესის ხელშეწყობისა მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით.
როგორ მოვამზადო და წარმოვადგინო ჩემი ნამუშევარ იეფექტურად.   სუპერ.

                                       მადლობა გვანცა







                                             

понедельник, 9 мая 2016 г.

დღე მეშვიდე
დღევანდელ მეცადინეობაზე გავიგე, როგორ უნდა გამოვიყენო ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშემწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით.
როგორ უნდა დავაკმაყოფილო მოსწავლეების განსხვავებული საჭიროებები. როგორ შევუწყო ხელი ჩემს მოსწავლეებს, ისინი თვითრეგულირებად მოსწავლეებად რომ იქცნენ. 

воскресенье, 8 мая 2016 г.

დღე მეექვსე
დღევანდელ მეცადინეობაზე გავიგე როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშემწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით,ისიც გავიაზრე, რომ  მოსწავლეთა შეფასების ფორმა უნდა შეიცავდეს შინაარსობრივ ნაწილს და 21 საუკუნის უნარ-ჩვევებს.როგორ მოვახდინო მოსწავლეების ჩართვა შეფასების პროცესში.განვიხილეთ უკუკავშირის გაზიარება და მათგან მიღება.

суббота, 7 мая 2016 г.

დღე მეხუთე
დღევანდელმა დღემ დამანახა როგორ, რა დოზირებით, რა სირთულით მივაწოდო ინფორმაცია ჩემს მოსწავლებს პროექტზე მუშაობისას  კარგი შედეგი რომ მივიღო. გავიხსენე სლაიდ-შოუს შექმის ალგორითმი. ვისწავლე პროექტის შეჯამების შეფასება.
მადლობა ტრენერს.

воскресенье, 24 апреля 2016 г.

                     დღე მეოთხე
                 დღევანდელი მეცადინეობა ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო გავარკვიე    ზოგადი, თემატური, შინაარსობრივი კითხვების დასმის ტექნოლოგია.
          ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა შეფასების დროის სქემაზე. რაც აღმოფხვრილი იქნა  დღევანდელი  მუშაობის შედეგად   გავარკვიე შეფასების მეთოდი და ინსტრუმენტი.
           დღევადდელი დღე ვთვლი წარმატებული იყო რისთვისაც მადლობა ქალბატონ გვანცა სალიას.
           
   
    

суббота, 23 апреля 2016 г.

                                                 დღე მესამე

დღევანდელი მუშაობის დასაწყისში ტრენერი დაგვეხმარა პროქტის შინაარსის გაწერაზე. შეტანაზე  შაბლონში, საინტერესო იყო ბუკლეტების შექმნა, რომელიც ვფიქრობდი რთული იყო მე შევძელი და ეს გავაკეთე რასაც გამოვიყებ მუშაობის დროს.  გამოვიყენე ბლუმის ტაქსონომიის განახლებული სიტყვები, ვისწავლე drive-ში  დოკუმენტაციის შენახვა.